14 მარტი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა, 5 საკითხი განიხილეს.

      პეტიციები: “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების  ტერიტორიაზე  არსებული საზაფხულო  იალაღებისთვის დამატებითი სასწრაფო-სამედიცინო მანქანების  შეძენისა  და  ზაფხულობით  იალაღებზე მცხოვრები  მოსახლეობის  პერიოდული  უფასო  სამედიცინო  კვლევების  ჩატარების  შესახებ“  და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ   მუნიციპალიტეტებში არაფორმალური განათლების მულტიფუნქციური ცენტრების  ამოქმედებისა და ადგილობრივი  მოსახლეობისათვის დამატებითი  სოციალური  სივრცეების  შექმნის შესახებ“, ავტორებმა - ნესტან ანანიძემ და გვანცა ვარშანიძემ წარმოადგინეს.

      კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა, მოკვლევის მიზნით, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი პეტიციების შესაბამის სამინისტროებსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში გადაგზავნას.  

      სხდომაზე განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და   სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის სამოქმედო გეგმა, ასევე კომიტეტის (01.09.2021-31.12.2022წწ)   საქმიანობის  ანგარიში. ორივე საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ წარმოადგინა. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხებზე  რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.