10 მარტი

  აჭარის უმაღლესი საბჭო, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, 100%-იანი მაჩვენებლით, ამჯერადაც საუკეთესოთა შორისაა.

  საქართველოს მასშტაბით, ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებების გამოსავლენად დადგენილი კრიტერიუმები, უმაღლესმა საბჭომ სრულად დააკმაყოფილა. კვლევის შედეგები საჯარო ინფორმაციის რაოდენობით, სრულყოფილი და ვადების დაცვით გაცემული პასუხებით განისაზღვრა.

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი, 2022 წელს, საქართველოს მასშტაბით, 374 საჯარო დაწესებულებაში განახორციელა და 11 საუკეთესო გამოავლინა.

  2022 წლის კვლევის შედეგები IDFI-იმ 10 მარტს გამოაქვეყნა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი