მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
„დედის დღე განსაკუთრებული დღესასწაულია ჩვენს ქვეყანაში. ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ მოვეფეროთ და მადლობა გადავუხადოთ დედებს იმ უანგარო სიყვარულისთვის, ზრუნვისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი არ იშურებენ შვილების კეთილდღეობისთვის. აჭარაში, საბედნიეროდ, არაერთი ღირსეული მრავალშვილიანი დედა გვყავს, რომელთა ღვაწლი განუზომელია ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.