აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, წევრები, ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ავღანეთის ომების მონაწილეებთან ერთად, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და გმირთა საძმო საფლავი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია, საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, დაშვებულია სახელმწიფო დროშები, ცხადდება წუთიერი დუმილი.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ყვავილებით შეამკო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი.