24 თებერვალი

  ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ინიციატივით,  აჭარის რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გენერალური სქემისა და ინსტიტუციონალური მოდელის განახლებული სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

  ღონისძიებაზე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) პროგრამის ხელმძღვანელმა ქეთი ვარდოსანიძემ გახსნეს, 17 იანვარს ბათუმში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრისას წარმოდგენილი ინფორმაციისა და მონაცემების გათვალისწინებით განახლებულ პროექტზე იმსჯელეს.

  კომპანია STS-ის ექსპერტების მიერ განახლებული აჭარის რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გენერალური სქემისა და ინსტიტუციონალური მოდელის  სამუშაო ვერსია, რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ქვეყანაში ამ მიმართულებით ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რაც შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებშიც აისახება.

  ორ სესიად გამართული ღონისძიება განახლებული დოკუმენტების და შეგროვებული მონაცემების ანალიზს, სამუშაო ფორმატში დისკუსიას, გენერალურ სქემასა და შესაბამის შემოთავაზებებთან მიმართებით მუნიციპალიტეტების დამოკიდებულებების, ხედვების, საჭიროებებისა და გამოწვევების განხილვას დაეთმო.

   სამუშაო შეხვედრა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე, ლადო მგალობლიშვილი, აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე, კომიტეტების, საქართველოს პარლამენტის, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  კომპანია STS-ის ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ბერაძემ და WFD-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ქეთი ვარდოსანიძემ შეაჯამეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი