აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სალონურ ლიტერატურულ საღამოს - „რანდე-ვუ წიგნების მაღაზიაში“, დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს, ბათუმის წიგნების ყოფილი მაღაზიის შენობაში, სწორედ ის ატმოსფერო დახვდათ, რომელიც იქ წლების წინ სუფევდა.
საღამოს ფარგლებში ორგანიზებული სალონური საუბრების, წიგნის - "ორიენტირების ძებნაში" (ავტორი თემურ ჭკუასელი) პრეზენტაციისა და პოეზიის თეატრალური კომპოზიციის მიზანი ურბანული ძეგლის პოპულარიზაცია იყო.