აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ლიეტუველ ხალხს, მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი მიულოცა, ისაუბრა ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, საერთო წარსულსა და მისწრაფებებზე.
ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ანდრიუს კალინდრამ და საპატიო კონსულმა - თემურ უსტიაშვილმა თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება, ისაუბრეს ლიეტუვასა და საქართველოს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმებზე, ბათუმსა და კლაიპედას შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ვიდეო მილოცვა გამოგზავნა ქალაქ კლაიპედას მერმა ვიტაუტას გრუბლიაუსკასმა.
მიღებაზე, ლიეტუველ ხალხს, ეროვნული დღესასწაული მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა.
ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღე ბათუმში პირველად აღინიშნა. გაჟღერდა საქართველოსა და ლიეტუვას სახელმწიფო ჰიმნები, აქვე გაიმართა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და მეგობრობის ამსახველი გამოფენა.