„წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული 15 პროგრამისა და 14 ქვეპროგრამის განახორციელებას გეგმავს, რომელთა გაცნობა მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო ფენებისთვის,“- აღნიშნა მაღალმთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ ქედისა და ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ შეხვედრაზე.
მისი განცხადებით, ღონისძიებაზე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და ამაგების წევრები ესწრებოდნენ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ზაზა შავაძემ ბიუჯეტით დაგეგმილ პროგრამებთან ერთად, პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრა.