ინსტიტუციური ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით აჭარის უმაღლესი საბჭოს გამოცდილების შესახებ ღია მმართველობის პარტნიორობის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
სპეციალურ ბლოგში - „ღია პარლამენტები“, აღნიშნულია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ, ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის მიმართულებით გაწეული საქმიანობა სამაგალითოა პარტნიორი ქვეყნებისა და რეგიონებისთვის.