20 იანვარი

   ბათუმში, ,,საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პერპექტივებთან“ დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

  ღონისძიებაზე ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“  პროექტის - ,,აკვაკულტურა - ახალი შესაძლებლობების სივრცე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანი საქართველოში აკვაკულტურის განვითარების სტრუქტურული სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

  სამუშაო შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე, ფრიდონ ფუტკარაძე, აპარატის უფროსი - ზურაბ ჭურკვეიძე, აპარატის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყების, თევზსაშენი კომპანიების, საექსპერტო წრეებისა და მედია სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  შეხვედრის პირველ ნაწილში „მწვანე სექტორის“ მიერ მომზადებული კვლევითი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში აკვაკულტურის სფეროს ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით, მეორე სესია კი აკვაკულტურის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური ღირებულებების, კონკრეტული გზებისა და მექანიზმების განხილვას დაეთმო.

  ღონისძიება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით, პროექტის  - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.  პროექტს, ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

    

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი