16 იანვარი

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ცალკეული უწყებების მიერ პროაქტიული გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით 2022 წელს განხორციელებული ღონისძიებების ტრადიციული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც, როგორც წინა წლებში, დადებითადაა შეფასებული აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა: „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების ფონზე, დადებითად უნდა შეფასდეს 2022 წელს ცალკეული უწყებების მიერ პროაქტიული გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული ნაბიჯები. მაგალითად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მნიშნელოვნად გაუმჯობესებული დადგენილება და დაიწყო შესაბამისი საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნება,“- ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში. საუბარია დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც, საგრძნობლად გაიზარდა საბჭოს მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი