22 დეკემბერი

  უმაღლესი საბჭოს  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა  კომიტეტი, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში,  ,,ტურიზმის ორგანიზების შესახებ“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონის შესწავლას იწყებს.

  ამ მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კომიტეტის წევრები, აპარატის თანამშრომლები და დარგის სპეციალისტები შევლენ. გაიმართება სამუშაო შეხვედრები, შემუშავდება კითხვარი, განისაზღვრება სამიზნე აუდიტორია და მიღებული პასუხების ანალიზის საფუძველზე გაიცემა სათანადო რეკომენდაციები.

 „ ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს კანონმდებლობის ეფექტიანობის შეფასებას, მისი საზოგადოებაზე გავლენის შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების  ინიცირებას“ - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ.

  კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს სამუშაო ჯგუფის შექმნას.

  კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო ინფორმაციები - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის   „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე,  შესრულებული პროექტების შესახებ. ასევე, ა(ა)იპ ,,ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის“, 2021 წლის და 2022 წლის 10 თვის, საქმიანობის თაობაზე.

 

 

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი