აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს 2023 წლის ბიუჯეტის დეტალური განწერა დაამტკიცეს, რომელიც ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ წარუდგინა.