აჭარაში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 39 წარმატებული სტუდენტი დაჯილდოვდა. სტუდენტებს სიგელები და ფულადი ჯილდო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძემ, და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გადასცეს.
2021-2022 წლებში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2400 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო სულ აღნიშნული პროგრამით 2012-2022 წლებში 10 000- მდე სტუდენტმა ისარგებლა.