14 დეკემბერი

 „ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობა ის საკითხებია, რომლებზეც სახელმწიფო აქტიურად მუშაობს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით, ქალების აქტიურობით და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მხარდაჭერით   აჭარის სამ მუნიციპალიტეტში დაინერგა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები და კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“ - განაცხადა  უმაღლესი საბჭოს საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ, რომელიც „იყავი მეწარმე“ - პროგრამაში მონაწილე წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას დაესწრო.

 "საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" - პროექტის ფარგლებში  აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების საჯარო სკოლების  40-მდე პედაგოგი დაჯილდოვდა, რომლებმაც  ტრენინგი, „იყავი მეწარმე“, წარმატებით გაიარეს.

 პროგრამა ხელს უწყობს ბიზნეს ინიციატივებს და ასწავლის ბიზნესის დაგეგმვის საფუძვლებს. ახალგაზრდა ქალები, რომლებმაც ტრენინგები გაიარეს, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო პროექტში და იბრძოლებენ თავიანთი ბიზნეს გეგმების დაფინანსებისთვის, საბოლოოდ შეირჩევა და დაფინანსდება 30 საუკეთესო ბიზნეს იდეა.

დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, ჯუნიორ ეჩივმენტის პროექტის და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი ხორციელდება USAID/Georgia-თან და Coca-Cola Bottlers Georgia-სთან თანამშრომლობით და ხელს უწყობს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას საქართველოს ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარების მიზნების მიღწევაში.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი