14 დეკემბერი

 „ოცნების ქალაქის“ პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ - ჯაბა ფუტკარაძესთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად გაეცნო.

 სამშენებლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა და შენობის ინტერიერის მოპირკეთება მიმდინარეობს. საცხოვრებელ ბინებში უკვე მოეწყო წყლის, ელექტრო და გაზის სისტემები.

 „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე უკვე აშენდა სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაახლოებით 582 ბინა მოეწყო. პროექტის მეორე ეტაპის განაშენიანების გეგმა, ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვით, "ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პროექტის მეორე ეტაპი მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საცხოვრებელი, საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი