საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ორგანულ კანონში - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ცვლილების შეტანის შესახებ.
საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ ინცირებული კანონის პროექტის მიხედვით ორგანული კანონის -„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლს ემატება 21 პუნქტი, რომლითაც მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
კომიტეტმა საკითხი ცნობად მიიღო.