„გაუმჯობესებული პირობები უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოსთვის“ - აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკანონმდებლო ორგანოსა და ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვის, ტრენინგი ჩატარდა.
სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პირობებთან დაკავშირებული დებულებების გაცნობის შემდეგ, გაიმართა სამუშაო ადგილების უსაფრთხოების საფუძვლების, დებულებების პრეზენტაციები და სხვა აქტივობები.
ტრენინგს შრომის უსაფრთხოების გერმანელი სპეციალისტი - ლორენც ჰუბერი უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება. ამ ეტაპზე შენობის სრული ადაპტირების სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შშმ პირებისთვის უსაფრთხო და თანაბარი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, გერმანიაში მოქმედი ორგანიზაციის - „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სფეროში VDSI-ს მიერ რეგისტრირებული ასოციაციის“ და საქართველოში ბიზნესსექტორის ინტერესების დამცველი გაერთიანება - ააიპ „ბიზნეს საქართველოს“ მიერ ხორციელდება.