10 დეკემბერი

  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კულტურის სფეროს მთავარი ჯილდოს - "წლის წარმატებული ხელოვანი" გადაცემის ცერემონია გაიმართა.

  წელს პირველად, აჭარის განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სხვადასხვა ნომინაციაში კონკურსით შერჩეული 20 წარმატებული ხელოვანი აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, სამინისტროს წარმომადგენლებმა და ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა დააჯილდოვეს.

  ნომინანტებს, კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი - "ოვაცია" და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი