აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონის პროექტი (I მოსმენა) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.
ბიურომ მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს 2022 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას. შესაბამისი მოხსენება აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა.