09 დეკემბერი

  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და  2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს.

  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის -  ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, გადამუშავებული კანონის პროექტის თანახმად, ბიუჯეტი 28 მილიონი ლარით იზრდება, 20 მილიონი ლარია დამატებული გადასახადების ნაწილში, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 545 მილიონს აჭარბებს. ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრებისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

  მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა, რომელიც სხდომას უძღვებოდა.

  გაწეული საქმიანობის 6 თვის ანგარიშები კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი