საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს.
კანონის პროექტი კომიტეტის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროსმა - თინათინ ზოიძემ წარუდგინა.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა.