ჩაქვში თანამედროვე სტანდარტების ძალოსნობის ბაზა შენდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და სავარჯიშო, შეჯიბრების ჩასატარებელი სივრცეების, საკონფერენციო დარბაზის მოწყობას ითვალისწინებს, აქვე განთავსდება სასტუმრო კომპლექსიც.
შენობის მოპირკეთების და ინტერიერის მოწყობის სამუშაოები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ფატი ხალვაშმა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ და პროექტების მართვის კომპანიის დირექტორმა ბაქარ ჩიტაიამ დაათვალიერეს.