ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების რიგით მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. "AGRO BATUMI 2022-ის“ გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„GEONET EXPO-ს“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე წარმოდგენილია 50-მდე ქართული და უცხოური კომპანიის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინვენტარი, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, მეცხოველეობის და სხვა პროდუქცია.
ბიზნესმენებს საშუალება აქვთ გაეცნონ ინოვაციურ ტექნოლოგებს და რეკლამირება გაუწიონ საკუთარ პროდუქციას.