ქედაში ტრადიციული დღესასწაული - "შემოდგომა ქედაში“ და ,,ქედის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს სახალხო ზეიმი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, ამჯერადაც წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, სამუზეუმო ექსპონატები და ნამუშევრები, ადგილობრივ ფერმერთა და მეწარმეთა პროდუქცია, ტრადიციული კერძები. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, ხეზე კვეთის, ჭიბონის აწყობისა და კალათების ქსოვის მასტერკლასები.
სახალხო ზეიმზე, რომელსაც საფუძველი 1994 წელს ჩაეყარა, წელსაც დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები, დამსახურებული მოღვაწეები და საუკეთესო მეღვინეები.
"შემოდგომა ქედაში“ კონცერტით დასრულდა.