აჭარის უმაღლეს საბჭოში მორიგი ექსკურსია გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურას, საქმიანობის პრინციპებსა და სპეციფიკას, ამჯერად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები გაეცნენ. დაათვალიერეს პლენარულ სხდომათა დარბაზი, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ახალ ვებპლატფორმა - chaerte.sca.ge-ის და შესაბამისი ელექტრონული სერვისების შესახებ.