„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა.
კანონის პროექტი სხდომაზე მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანი საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაერთიანება, გამარტივება, სრულყოფა და პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. პროექტი ასევე, მიზნად ისახავს კანონის კონსოლიდირებული ვერსიის ხელმისაწვდომობას, რეგულირების სფეროსა და საკანონმდებლო ტერმინების დაზუსტებას.
კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.