03 ნოემბერი

  საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად, საიუბილეო კონცერტი გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

 "საქართველო-ავსტრიის ურთიერთობები ათეულ წლებსა და მრავალ სფეროს მოიცავს. სიმბოლურია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საიუბილეო კონცერტი დაემთხვა ქართული დიპლომატიის დღეს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღინიშნება. სწორედ ის გახლდათ ერთ-ერთი პირველი ქართველი საზოგადო მოღვაწე და დიპლომატი, რომელიც ევროპასთან პოლიტიკური ურთიერთობების დამყარებას ცდილობდა. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისათვის ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებული საქმე წარმატებით აღსრულდება", - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ მისასალმებელ სიტყვაში.

  საზეიმო კონცერტის დაწყებამდე, ორი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის საქმიან ურთიერთობებსა და მათი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა და ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - თომას მიულმანმა.

  საიუბილეო კონცერტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ავსტრიის საელჩოს ინიციატივით გაიმართა, მასში ქართველი და ავსტრიელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ნაჩვენები იყო საქართველო-ავსტრიის ურთიერთობის, ასევე ორივე ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა ამსახველი ვიდეორგოლები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი