უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადა.
ბიურომ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით, წამყვან კომიტეტს ახალი ვადა განუსაზღვრა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იუირდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.
ბიურომ უმაღლეს საბჭოში შემოსული კიდევ ორი პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით, განსაზღვრა წამყვანი კომიტეტები და განხილვის ვადები. პეტიციებს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის, შესწავლის და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ“ (პეტიციის ავტორი: ნესტან ანანიძე) და „ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ( პეტიციის ავტორი: მაია ქათამაძე), შესაბამისი დარგობრივი კომიტეტები განიხილავენ.