უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქობულეთში, სატელევიზიო სკოლა-სტუდია „Number One“-ს სტუმრობდა.
უმაღლესი საბჭოს წევრმა, სტუდიის აღსაზრდელებს, საკანონმდებლო ორგანოს სპეციფიკა, უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო, ყურადღება გაამახვილა უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებსა და ამ მიმართებით არსებულ შესაძლებლობებზე.
შეხვედრის დასასრულს, ცოტნე ანანიძემ, სკოლა-სტუდია „Number One“-ის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.