თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 99 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, თურქეთის გენერალურმა საკონსულომ, ტრადიციული საზეიმო მიღება გამართა.
თურქეთის დიდი ეროვნული კრების მიერ, 1923 წლის 29 ოქტომბერს რესპუბლიკის გამოცხადების აღსანიშნავად, რესპუბლიკის დღე ყოველი წლის 29 ოქტომბერს აღინიშნება.