აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, ზალცბურგში, ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის რიგით მე-18 სამიტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ პრეზენტაციით წარსდგა.
აჭარა აღნიშნული ორგანიზაციის წევრია 2012 წლიდან. წელს კი, ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, რომელსაც წევრი ევროპის რეგიონების პოლიტიკური თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, მარინე გვიანიძე, ცოტნე ანანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე წარმოადგენდნენ.
ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სამიტს, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ევროკავშირის და ევროპარლამენტის მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსები ესწრებიან. ღონისძიება წელს ავსტრიის კანცლერის პატრონაჟით გაიმართა.