19 ოქტომბერი

     

                                                                                                                                   დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი

                                          2022 წელი,  19 ოქტომბერი

                      12:00 საათი 

 

1. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის გასულ და მიმდინარე პერიოდში გაწეული საქმიანობის, დაგეგმილი პროექტების და ციტრუსოვანთა რთველის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ანგარიშის მოსმენა.

          მომხსენებელი:  ზაზა შავაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი

          თანამომხსენებლები:

          ჯემალ ნაკაშიძე  -  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი

          რაულ  თავართქილაძე  -   ა(ა)ი პ აგროსერვის ცენტრის დირექტორი

 

2. აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება, თემატური მოკვლევის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყის არსებული მდგომარეობის შესახებ“ დაწყების თაობაზე.

          მომხსენებელი:  ფრიდონ ფუტკარაძე  - აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე     

 

3. ინფორმაცია აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის, საკომიტეტო განხილვის დაწყების შესახებ საკითხზე ,,დაცული ტერიტორიების (ქობულეთი, კინტრიში, მტირალა, მაჭახელა) მიმდებარე დასახლებებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა-განხილვა, რეკომენდაციების შემუშავება და მათი შემდგომი მოგვარების მიზნით ადგილობრივ ორგანოებთან თანამშრომლობა “.

          მომხსენებელი: ფრიდონ ფუტკარაძე - აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

 

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ განხილვა (№07-2/169; 21.07.2022).

          მომხსენებელი:  ფრიდონ ფუტკარაძე -აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

მიბმული ფაილები

განცხადებები

პრეს-რელიზი