აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, ქედის მუნიციპალიტეტში, ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, გამართულ შეხვედრას დაესწრო.
„ქედაში პროექტი პირველად ხორციელდება და სულ 9 ბიზნესიდეის დაფინანსებას ითვალისწინებს. ,,გაეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში პროექტის ბიუჯეტი გაორმაგდა და ჯამში 30 000 ლარს შეადგენს. პროგრამა ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება-ხელშეწყობას, მათი საქმიანობის წახალისებას, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობასა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს, ეს კი, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს, - განაცხადა ფატი ხალვაშმა.
ღონისძიებაზე, მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის- ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ქედის მერმა - როლანდ ბერიძემ, პოლიტიკისა და შესაძლებლობების განვითარების სპეციალისტმა, გაეროს განვითარების პროგრამიდან - ნათია წიქვაძემ და იდეის გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს ხელი.