ბათუმში ახალი სკვერების მოწყობა და ძველი რეკრეაციული ადგილების რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პუშკინის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ტიტე აროშიძემ და რესან კონცელიძემ, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერეს.
„ახალი სკვერის მოწყობის გარდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პუშკინისა და ლორიას ქუჩების კვეთაში არსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სკვერშიც. პროექტის თანახმად, მთლიანად განახლდება სპორტული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, განთავსდება საპარკე ინვენტარი და ტრენაჟორები“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ.
პროექტი, რომლის ღირებულება 300 ათასამდე ლარია, ითვალისწინებს განათების სისტემის განახლებასაც.