აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მესამე მოსმენით წარუდგინა უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს კანონის პროექტებს: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ .
საკანონმდებლო პაკეტის მიზანი მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობაა.
უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას, ამის შემდეგ, მესამე მოსმენით, ხვალ, პარლამენტის 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.