13 სექტემბერი

     აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე უძღვებოდა.

       შესაბამისი მოხსენება კანონმდებლებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოუდგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, რესპუბლიკური ბიუჯეტი ორი კვარტლის შემოსულობების ნაწილში 108,9 %-ით, ხარჯვითში კი 82 %-ით შესრულდა და ყველა დაგეგმილ პროექტზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.

         ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით საანგარიშო პერიოდში არსებულ ვითარებაზე თანამოხსენება კომიტეტის წევრებმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისაგან მოისმინეს. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, წელს საგრძნობლად გაიზარდა ყველა პროგრამის ბიუჯეტი და შესაბამისად, ამ პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობაც. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი ანგარიშები კომიტეტმა ცნობად მიიღო.

     სხდომაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ და მისმა მოადგილემ - ედუარდ ნაკაშიძემ წარმოადგინეს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, ეკომიგრანტებისთვის 38 სახლია შესყიდული, წლის ბოლომდე კი, მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

    კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი