13 სექტემბერი

    აჭარის  უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ, უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადა. 

   საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის წარმოდგენილი კანდიდატების  კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას, რის შემდეგაც კანდიდატები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ კომიტეტის სხდომაზე და კომიტეტს მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია,  ასევე წარადგინონ სამოქმედო გეგმები. 

   მთავრობის თავმჯდომარემ, უსკო-ს 3 წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე - ზაალ ზაალიშვილისა და სოფიო კახაძის, დავით ფარტენაძისა და თამარ ქამადაძის, ციალა შავაძისა და სოფიო შაქარიშვილის კანდიდატურები წარმოადგინა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი