აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აცხადებს ინიციატივების კონკურსს - „იდეა უმაღლესი საბჭოს ღიაობისთვის“.
წარმოდგენილი იდეები მიზნად უნდა ისახავდეს - საკანონმდებლო და საზედამხედველო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, უმაღლესი საბჭოს ღიაობისათვის ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა/გამოყენებას.
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 39 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს;
- ერთ მონაწილეს/მონაწილეთა ჯგუფს, შეუძლია არაუმეტეს ორი იდეის გამოგზავნა;
- ერთ იდეას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან მეტი ავტორი;
- იდეები მიიღება - 2022 წლის 12 ივნისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: ogp@sca.ge.
კონკურსანტმა იდეა უნდა წარმოადგინოს სპეციალური ფორმით.
იდეის გამოგზავნისას სათაურში (subject-ველი) უნდა მიეთითოს - კონკურსი „იდეა უმაღლესი საბჭოს ღიაობისთვის“. წერილში აღნიშნული უნდა იყოს ასევე - ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა).
საკონკურსო იდეებიდან უმაღლესი საბჭო შეარჩევს მინიმუმ სამს, რომლებიც გამოქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებპლატფორმა - chaerte.sca.ge-ზე. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ონლაინ მიღებული ხმების რაოდენობით.
კონკურსში გამარჯვებულ იდეის ავტორს/ავტორებს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ გადასცემს შემდეგ ჯილდოებს:
I ადგილი - 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
II ადგილი - 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
III ადგილი - 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
გამარჯვებული იდეები, შესაძლებელია, შევიდეს უმაღლესი საბჭოს ღიაობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაში. იდეების ავტორი/ავტორები მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ogp@sca.ge , ასევე შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის ლინკი, რომელიც 2022 წლის 31 მაის გაიმართა პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით: https://bit.ly/3wXCGZk (Access Passcode: 2mh#Fu*6 )