აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, ბათუმის ცენტრალურ პარკში, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
უმაღლესი საბჭოს წევრმა ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველო და ევროინტეგრაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების როლი ევროინტეგრაციის საკითხებში და ახალგაზრდების ჩართულობა“.
„ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ჩვენს ქვეყანას მიეცა ყველაზე რეალური შანსი გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში. ევროინტეგრაცია პრიორიტეტია სახელმწიფო ინსტიტუტებისთვისაც, საამისოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოში ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა, შეიქმნა ღია მმართველობის საბჭო, რომლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში ამოქმედდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, ამოქმედდა ახალი ვებპორტალი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს, მათთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის მიზნით, შეუძლიათ მოგვმართონ პეტიციით, დაგეგმონ დეპუტატთან შეხვედრა, დაესწრონ მათთვის საინტერესო საკითხების განხილვას,“- აღნიშნა ტიტე აროშიძემ.
საჯარო ლექციასთან ერთად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ახალგაზრდებთან, საკანონმდებლო ორგანოში დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა და უპასუხა მათ შეკითხვებს.