აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, ბათუმში, უშუს ღია საერთაშორისო ტურნირის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ასპარეზობა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 200 სპორტსმენი მონაწილეობს, ბათუმში მესამედ იმართება და ხუთი დღის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
ბათუმის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა - გიორგი მუსხელიშვილმა გახსნა. ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრი - რესან კონცელიძე, ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.