26 ივლისი

 ქედის მუნიციპალიტეტს, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამია ფარგლებში, ეკოავტობუსი გადაეცა. ღონისძიებას მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, იაპონიის ელჩთან - იმამურა აკირასთან, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 ეკოავტობუსი შშმ პირთა საჭიროებებზეა ადაპტირებული და ის გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობას, გაზრდის მათ ხელმისაწვდომობას სასურველ პროდუქტებზე, სერვისებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე.

 სოფლად ეკოავტობუსის მოძრაობა გარემოს დაცვასაც ემსახურება და გრანტის მოცულობა 77 235 აშშ დოლარია. ამავე პროგრამის ფარგლებში, იაპონიის საელჩომ, ჩვენს ქვეყანაში 25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 200-ზე მეტი პროექტი დააფინანსა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი