22 ივლისი

  მაღამლთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეპრესირებულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებას, ხელისუფლების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან და რეპრესირებულთა შთამომავლებთან ერთად დაესწრო.

 შეკრებილებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს რეპრესირებულთა მემორიალი, რომელიც ერთადერთია საქართველოში.

 ცნობილია, რომ საბჭოთა რეპრესიების დროს, 1937-38 წლებში აჭარაში დახვრეტილთა შორის კიდევ ერთ ნეშტს ამ დღეებში მიაკვლიეს, რომელიც გადასახლებაში დაღუპულად ითვლებოდა. ხელვაჩაურის ყოფილ სამხედრო ბაზაზე 30-იან წლებში დახვრეტილთა სამარხების შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ნაპოვნია 200-ზე მეტი ნეშტი.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი