22 ივლისი

 ხულოს მუნიციპალიტეტში ეთერ დეკანაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფატი ხალვაში, მარინე გვიანიძე, ფრიდონ ფუტკარაძე და დავით თედორაძე, ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

 ღვაწლმოსილ ქალბატონს საიუბილეო თარიღი მიულოცეს კანონმდებლებმა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და მწერალთა ეროვნული კავშირის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს მის ღვაწლსა და დიდ წვლილზე, რომელიც მას მიუძღვის ხულოში საგანმანათლებლო-კულტურული სფეროს განვითარებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ იუბილარის დამსახურებით, მუნიციპალიტეტში არაერთ დღესასწაულს ჩაეყარა საფუძველი და ტრადიციადაც დამკვიდრდა.

 საიუბილეო ღონისძიებაზე ეთერ დეკანაძის საავტორო წიგნი - „მოგონებები გარდასულ დღეთა“, წარადგინეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი