21 ივლისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე, ბათუმში, აჭარის მთავრობის,  IBCCS Georgia და Cyprus Georgia Business Club-ის მხარდაჭერით გამართულ საინვესტიციო ფორუმს დაესწრო.

 ფორუმში, რომლის მიზანი აჭარის საინვესტიციო პოტენციალის, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციების, საპრივატიზაციო ობიექტებისა და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების გაცნობაა, სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.