20 ივლისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, ახალი საგამოფენო დარბაზის გახსნას დაესწრო.

 ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - იური ნოზაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი - ფრიდონ ფუტკარაძე, აპარატის უფროსი - ზურაბ ჭურკვეიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე  - დავით იოსებაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ზაზა შავაძე, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე - ანნა ჩერნიშოვა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ახალი საგამოფენო დარბაზი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში მოეწყო. საგამოფენო სივრცის პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა, ტექნიკური სამუშაოები კი „მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ შეასრულა.

 თანამედროვე საგამოფენო სივრცეში სტუმრები ისტორიულ არტეფაქტებს, მაჭახლის ხეობის უნიკალური კულტურის, ბიომრავალფეროვნების ნიმუშებს, ისტორიას გაეცნობიან და  მათთვის საინტერესო მარშრუტებს დაგეგმავენ.