06 ივლისი

  აჭარას, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაცია ეწვია სეიმიკის ვიცე-მარშლის - მარცინ კრჟანოვსკის მეთაურობით. 25-კაციან დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ქვემო სილეზიის სეიმიკის წევრები, მეწარმეები, მეღვინეები და მედიის წარმომადგენლები არიან, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლეს.

  დელეგაციის სრულ შემადგენლობასთან შეხვედრამდე, ქვემო სილეზიელ კანონმდებლებს მიღება გაუმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ. მიღებაზე, რომელსაც უმღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, აპარატის ხელმძღვანელი - ზურაბ ჭურკვეიძე ესწრებოდნენ, მხარეებმა ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობისა და სამომავლო ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

  მიღების შემდეგ, დელეგაციისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი - რესან კონცლეიძე ესწრებოდა.

  დავით გაბაიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის  მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო ურთიერთობები კიდევ არაერთ სფეროს, მათ შორის - მეღვინეობის მიმართულებასაც მოიცავს.

   თანამშრომლობის სპექტრის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს პოლონელმა სტუმრებმაც. ქვემო სილეზიის სეიმიკის ვიცე-მარშალმა - მარცინ კრჟანოვსკიმ, სეიმიკის თავმჯდომარის მოადგილემ - ანჟეი კრადკოვსკიმ, დელეგაციის სხვა წევრებმა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა იმედი გამოთქვეს, რომ ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდება პოლონელი მეღვინე-მეწარმეებისთვის, რომლებიც ღვინის სამშობლოში დამკვიდრებულ და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ უდიდეს გამოცდილებას გაიზიარებენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი