თურქეთში, ქალაქ ინეგოლში, 1-3 ივლისს, კავკასიის ხალხთა ფოლკლორის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე, გიორგი მანველიძე, აპარატის უფროსი - ზურაბ ჭურკვეიძე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ინეგოლისა და ბურსას მერებთან, ასევე ინეგოლის გამგებელთან.
ქართული კულტურის ცენტრში, ინეგოლში მცხოვრებ ქართველებთან გამართულ შეხვედრაზე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ანსამბლ „რირაშს“ საჩუქრად გადასცა სასცენო სამოსი, ქართულ ბიბლიოთეკას წიგნები, ხოლო ქართული ენის შემსწავლელებს - დედაენა.
ქართული დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ცნობილი საზოგადო მოღვაწის - აჰმედ მელაშვილის საფლავი, ასევე დაესწრნენ ქალაქ ბურსაში, თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს. ასოციაციების დელეგატებმა ფედერაციის პრეზიდენტად ომარ ფარუქ დემითაშ - მიქელაძე აირჩიეს.