აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მაღლესი საბჭოს წევრებთან - ფრიდონ ფუტკარაძესთან, გიორგი მანველიძესთან, აპარატის უფროსთან - ზურაბ ჭურკვეიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ქალაქ ბურსაში, თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს დაესწრო.
ასოციაციების დელეგატებმა ფედერაციის პრეზიდენტად ომარ ფარუქ დემითაშ მიქელაძე აირჩიეს.