აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე თურქ მეცნიერსა და ბიზნესმენს - ორჰან იავუზს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სამკურნალო და არომატული მცენარეების მოპოვება-დამუშავების, მიზნობრივად გამოყენებისა და ფიტოთერაპიის მიმართულებით საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ სტუმარს ამ მეტად მნიშვნელოვან და პერსპექტიულ სფეროში საკანონმდებლო კუთხით თანამშრომლობაში თანადგომა აღუთქვა. გარდა ამისა, ტიტე აროშიძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ ქართულ-თურქული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ბიზნესმენების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ირმა აფხაზავა და ბიომრავალფეროვნების, ფიტოპათოლოგიის სფეროს მეცნიერები ესწრებოდნენ, დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრა, რომელშიც ორივე ქვეყნის სპეციალისტები და ბიზნესმენთა ჯგუფი კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდება.